აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში tv4-ს განუცხადეს, აღნიშნულ ქუჩაზე მე-12 მიკრორაიონიდან კაპანაძის ქუჩამდე ტროტუარები რეაბილიტირდება.სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები,საფეხმავლო
და ველობილიკები. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 137 110 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია,რომ აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ამა წლის დასაწყისში გამოცხადდა,თუმცა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “შპს გლობალ ალიანსს” ხელშეკრულება,სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეუწყდა.
“შპს გზა 2018” სამუშაოებს დეკემბრის ბოლოს დაასრულებს.