რუსთავის ოთხ საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია. უახლოეს დღეებში მე-3 მე-16 , 26-ე და მე-2 საჯარო სკოლებში სისტემა მუშაობას სრული დატვირთვით დაიწყებს.
საკონტროლო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების დასაფინანსებლად რუსთავის მუნიციპალიტეტმა თანხების მობილიზება მოახდინა ,რის შემდეგაც სამუშაოების შესრულება დაიწყო.
რუსთავის მერიის ინფორმაციით ,სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 109 000 ლარს შეადგენს.