რუსთაველი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ

ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი “თეთრი ხალათების” აქცია რუსთავში- ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოსთან ექიმები,  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ კოლეგას მხარდაჭერას უცხადებენ და პროტესტს აქცია-პერფორმანსით გამოხატავენ.

 

მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად დღეს, 12 საათზე „თეთრი ხალათების“ აქცია 6 ქალაქში ერთდროულად იმართება.

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე.წ საოკუპაციო საზღვართან 9 ნოემბერს დააკავეს ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დრომდე მას ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ახლობლების თქმით, უცნობია რა პირობებში ჰყავთ დაკავებული ოკუპანტებს.