რუსთაველი აქტივისტები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებენ. ბანერით „ღირსეული შრომისთვის“ უკვე მეოთხე დღეა, რაც საწარმოებთან და სავაჭრო ცენტრებთან მოქალაქეების ყურადღებას იპყრობენ და ხელმოწერებს აგროვებენ. მათი განცხადებით, კანონპროექტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს უკავშირდება და ძალაში უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს.
კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ პეტიციაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა ყურადღება გამახვილებული:
– მინიმალური ანაზღაურება 500 ლარი.
– შრომის ინსპექციის მიერ შრომის უფლებების აღსრულების კონტროლი.
– 40 საათიანი სამუშაო კვირა 48 -ის ნაცვლად.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, ამ დრომდე უკვე 600-მდე ხელმომწერი ჰყავთ. მათი თქმით, კამპანიას მომავალ დღეებშიც გააგრძელებენ და მოსახლეობას საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.