რუსთაველმა მხატვრებმა ,რუსთავის მხატვართა გაერთიანება “გამას” ინიციატივით, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე პლენერი მოაწყვეს. “გამას” წევრების ინფორმაციით, პლენერის ფარგლებში, რუსთაველი შემოქმედები მტკვრის გარშემო პეიზაჟებს საკუთარ ნამუშევრებში ინდივიდუალურად გადაიტანენ.
პარალელურად საზოგადოებრივი აქცია “პლენერის” ფარგლებში რუსთაველმა მხატვრებმა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო დაასუფთავეს.
ღონისძიება რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
მხატვართა გაერთიანება “გამას” ხელმძღვანელმა დავით ფიცხელაურმა რუსთაველ აქტივისტებსა და სხვადსხვა გაერთიანებებს მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩართულობისკენაც მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის მხატვართა გაერთიანება “გამა” 1972 წელს დაარსდა და მასში 60-მდე მხატვარია გაწევრიანებული.