9-10 ნოემბერს ქალაქ თბილისში აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა. ჩემპიონატი რომელშიც საქართველოსა და სომხეთის სულ 120 ბავშვი მონაწილეობდა, რუსთავის გუნდიდან 3 სპორტსმენი ასპარეზობდა და სამივე საპრიზო ადგილით დაბრუნდა.
ჩემპიონატში 2008 –2009 წლებში დაბადებულ მოზარდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი ნიკოლოზ ბელქანიამ 26კგ კატეგორიაში დაიკავა , მე-2 ადგილის მფლობელი საბა გოგონიშვილი გახდა 35კგ კატეგორიაში, ხოლო მესამე ადგილი დიმა ჩულაშვილმა 29 კგ კატეგორიაში მოიპოვა .