რუსთაველმა მხატვრებმა მტკვრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

რუსთავის მხატვართა გაერთიანება “გამას” ინიციატივით, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიის დაასუფთავების ღონისძიება გაიმართა. საზოგადოებრივი აქცია “პლენერის” ფარგლებში რუსთაველმა მხატვრებმა პეიზაჟების ხატვის პარალელურად, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო დაასუფთავეს. ღონისძიება რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

მხატვართა გაერთიანება “გამას” ხელმძღვანელმა დავით ფიცხელაურმა “ტვ4-თან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ დასუფთავებულ გარემოში ხატვა ბევრად სასიამოვნოა. მან რუსთავლ აქტივისტებსა და სხვადსხვა გაერთიანებებს მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩართულობისკენაც მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მხატვართა გაერთიანება “გამა” 1972 წელს დაარსდა და მასში 60-მდე მხატვარია გაწევრიანებული.