რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საახალწლო არდადეგების თარიღი განსაზღვრა. გაერთიანების ცნობით,ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.
ამასთან ,გაერთიანების ხელმძღვანელის ,ეკა ხუციშვილის ცნობით, არდადეგების დაწყებამდე, ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი ,მშობლების მოთხოვნის საფუძველზე ,იქნება გამოცხადებული.