რუსთავის ცენტრალურ პარკში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები 18 ნოემბერს დაიწყო და 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება 10 სპორტული ტრენაჟორი, გაკეთდება ბორდიურები და კაუჩუკის ფილები.
სპორტული სივრცის მოსაწყობად ადილიბრივი ბიუჯეტიდან 26 560 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.