რუსთავის მარცხენა სანაპიროს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში ” tv4-ს განუცხადეს ,ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა,დაზიანდა 4 ფიდერი, ადგილზე კომპანიის ავარიული ჯგუფები მუშაობენ.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია აბონენტების ნაწილს უკვე მიეწოდება. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს,კომპანიის ცნობით ,ელექტროენერგია დღესვე აღდგება.