რუსთავი ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, პოეტ მარინა ცხვედიაშვილის 60 წლის იუბილე აღნიშნეს. ქალბატონი მანანა საქართველოს მწერალთა კავშირის რუსთავისა და ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. წარმატებულ პოეტს არაერთი კრებული ეკუთვნის. იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე ქალაქში მოღვაწე მწერლები და პოეტები შეიკრიბნენ.
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე ესწრებოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარინა ცხვედიაშვილს იუბილე მიულოცეს და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.