რუსთავის სამხატვრო სკოლაში გამოფენა იმართება

რუსთავის სამხატვრო სკოლაში სკოლის ექვსწლედის კურსდამთავრებულების გამოფენა გაიმართა. გამოფენის ფარგლებში კურსდამთავრებულებმა საკუთარი ნამუშევრები, სხვადასხვა ჟანრში წარმოადგინეს.

სულ წარმოდგენილია შვიდი კურსდამთავრებულის 40-მდე  ნამუშევარი.  გამოფენას რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებიან.