“რუსთავის ჰაერი კლავს” – წარწერა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ გზაზე-მორიგი გამოხატვის ფორმა, რითაც სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქში უკონტროლო საწარმოო პროცესი გააპროტესტეს.

ბანერი, რუსთავი-თბილისის ავტობანის, ერთ-ერთ მონაკვეთზე, საფეხმავლო ხიდზე შეგხვდებათ, რომელზეც წარწერა “რუსთავს ჰაერი კლავს” არის დატანილი.

ბანერი ქალაქის შემოსასვლელთან, სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ ღამით დაკიდეს.

შეგახსენებთ, რუსთავში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები როგორც ქალაქში, ასევე სამინისტროს მიმდებარედ გამართეს.

როგორც ცნობილია, უწყება საწარმოების მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებას და საწარმოებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს. პრობლემურ საკითხებზე შეხვედრა სამოქალაქო აქტივისტებსა და უწყების წარმომადგენლებს შორის ოთხშაბათს არის ჩანიშნული.