რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა-ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.  კერძოდ, რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და საბიუჯეტო თანხები 45 200 ლარით გაიზარდა. 

აღსანიშნავია,რომ თანხას ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებიც დაემატა. 

როგორც რუსთავის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში აცხადებენ, თანხები ძირითად როგორც ინფრასტრუქტურულ ,ასევე სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდება.