რუსთავის N22-ე საჯარო სკოლაში სამაგიდო თამაში “რუსთავი” ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობას მე-10 კლასის მოსწავლეები იღებდნენ.
თამაშის მთავარი პრინციპია , რომ მონაწილეებმა ნარჩენების მართვისა და გარემოს უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისა და პრობლემის მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელონ.
სამაგიდო თამაშები გაეროს განვითარების პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი. პროექტი ქალაქში რუსთავის ინოვაციების ჰაბის მიერ ტარდება .
ჰაბის ხელმძღვანელის, რევაზ ბარბაქაძის განცხადებით, სამაგიდო თამაშების საბოლოო მიზანს, შემუშავებული პროექტების ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გაცნობა წარმოადგენს.
როგორც ბარბაქაძე “ტვ4-თან” განმარტავს, სამაგიდო თამაშებს სკოლის მოსწავლეების შემდეგ სამოქალაქო სექტორის, მედიისა და სხვადსხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვისაც ჩატარდება.