რუსთავში აგებულ პირველ ტაძარს 30 წელი შეუსრულდა

დღეს რუსთავში აგებულ პირველ ტაძარს 30 წელი შეუსრულდა. რუსთავის ხარების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში 30 წლის წინ, 12 ნოემბერს წირვა პირველად აღევლინა,- ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრის წინამძღვარმა  მამა მიქაელმა დღეს წირვა-ლოცვა აღავლინა.

1989 წლის 12 ნოემბერს, რუსთავის ხარების ეკლესია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.აღსანიშნავია,რომ  ხარების ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე აშენებული პირველი  ქრისტინული ტაძარია საქართველოში.