გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დიაგნოსტიკურ ცენტრებში მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად მაღალია-ამის შესახებ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა tv4-ს განუცხდა.
მისივე ცნობით, მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი ამოწურულია და ცენტრი დღის განმავლობაში ახალ მარაგს ელოდება.
როგორც დავით ბეგაშვილი აცხადებს, ვაქცინის მიღებისთანავე , ის რუსთავის დიაგნოსტიკურ ცენტრებში გადანაწილდება.
მისივე თქმით, თუ მაგალითად, წინა წელს 40 000 -მდე ვაქცინა იყო , წელს საქართველოს დიაგნოსტიკურ ცენტრებში 100 000 -მდე ვაქცინა გადანაწილდა.
გარდა ამისა ,წელს პირველად ბენეფიციართა კონტიგენტს საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალი დაემატა.
შეგახსენებთ გრიპის ვაქცინა უფასოდ არის ხელმისაწვდომი შემდეგ ჯგუფებზე: დიაბეტის , თირკმელის უკმარისობის, C ჰეპატიტის, შიდსის მატარებელი ადამიანებისთვის, ასევე ბავშვების, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციართა და მათი მომვლელებისთვის. ვაქცინაცია ასევე, უსასყიდლოა სამედიცინო პერსონალისა და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირებისთვის.