რუსთავში კრივის საქალაქთაშორისო ღია რინგი მოეწყო

რუსთავში სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით, კრივში ღია რინგი მოეწყო. საქალაქთაშორისო ტურნირზე სულ 5 გუნდი და 140 სპორტსმენი მონაწილეობდა. რინგზე რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, თელავისა და ლაგოდეხის რაიონის სპორტსმენები იყვნენ წარმოდგენილი. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს. ისინი სამ ჯგუფად დაიყო 4-5 წლამდე, 6-7 წლამდე და 8-9 წლამდე ასაკის სპორტსმენები. რუსთავის კიკბოქსის მწვრთნელის, ზურაბ ჩიტრეკაშვილის განცხადებით რუსთაველი გამარჯვებული სპორტსმენები მონაწილეობას საქართველოს პირველობაზე მიიღებენ.