რუსთავში პატარა ბიჭუნას ანალოგი, ამჯერად გოგონას სკულპტურა გამოჩნდება

რუსთავში ცნობილი პატარა  ბიჭუნას ანალოგი ,ამჯერად გოგონას სკულპტურა გამოჩნდება. ახალი ქანდაკების ავტორი, კვლავ მოქანდაკე მანუჩარ ოქროსცვარიძეა.

სახელოვნებო ,სპორტისა და ახალაგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელის, გეგი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გოგონას სკულპტურა გზის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება.  ქალაქში უკვე ცნობილი ჩაფხუტიანი ბიჭუნას მეგობრის ინიციატივა,სწორედ  ცენტრს ეკუთვნის.

მოქანდაკე  ახალ სკულპტურაზე დაახლოებით, თვე-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა​.

პატარა ქანდაკება, ქალაქში ხვალ გამოჩნდება.