რუსთავში პროექტი ” მოდის დღის” პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ რუსთავში პროექტი „მოდის დღის“ პრეზენტაცია გაიმართება. შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაში 80- მდე რუსთაველი მოდელი, 6 გამოცდილი დიზაინერი და 20 ადგილობრივი ვიზაჟისტი მიიღებს მონაწილეობას.

გარდა ჩვენებისა, პროექტში 15 -მდე რუსთაველი მეწარმე საკუთარ პროდუქტს წარადგენს, მათ შორის იქნებიან აქსესუარების ,ფეხსაცმლის და ღვინის მწარმოებლები.

მეწარმეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შოურუმის და დეფილეს სახით წარსდგებიან.

პროექტის მიზანი რუსთაველი მეწარმეების და დიზაინერების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა.