რუსთავში 1 დეკემბრიდან ტაქსის ტარიფი იზრდება. ამის შესახებ tv4-ს ტაქსის მძღოლებმა აცნობეს. როგორც მძღოლები აცხადებენ, ტარიფის გაძვირება საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, ახალი რუსთავიდან ახალ რუსთავში გადაადგილება 1.00 ლარით გაიზრდება და ტარიფი 3 ლარს შეადგენს, რაც შეეხება ძველი რუსთავის მიმართულებით მგზავრობას, მარშრუტი ახალი რუსთავიდან ძველი რუსთავის მიმართულებით 4 ლარი ეღირება.
როგროც tv4-ს მძღოლებმა განუცხადეს, გადაწყვეტილება ქალაქში ტაქსის სერვისის ყველა კომპანიამ ერთობლივად მიიღო.