რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ყველაზე აქტიური პატარა მკითხველები დააჯილდოვეს. მკითხველები 4 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ ,მათ სამახსოვრო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.
პროექტის ყველაზე აქტიურ მკითხველს „ყველაზე წიგნიერი ბავშვის“ ვარსკვლავი გაუხსნეს.
პროექტი 8 წელია ზაფხულის სეზონზე ,საბიბლიოთეკო გაერთიანების ინიციატივით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 1-ლიდან მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს აქვთ.