ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, რუსთავის ინოვაციების ჰაბსა და კომპანია effect AI-ს შორის ,რუსთავში ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრის შექმნის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუს მოეწერა ხელი.
ცენტრში რუსთაველი ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან და შესაბამისად, დასაქმების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.
ცენტრი სავარაუდოდ ,იანვრის ბოლოს გაიხსნება და პირველ ეტაპზე მის საქმიანობაში ათამდე რუსთაველი ახალგაზრდა იქნება ჩართული.
დროთა განმავლობაში იგეგმება ცენტრის გაფართოება და ქვეყნის სხვა რეგიონებში მისი საქმიაობის რეპლიკაცია.
ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სივრცე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოჰყო,როგორც ცნობილია სივრცეს რუსთავის თეატრში მოეწყობა.
ცენტრის რეაბილიტაცია და აღჭურვა რუსთავის ინოვაციების ჰაბისა და კომპანია effect AI-ს ერთობლივი რესურსებით პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის” ფარგლებში მოხდება.
პროექტი ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის” გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ფინანსდება. მისი განხორციელება 2019-2020 წლების განმავლობაში იგეგმება. პროექტს რუსთავის ინოვაციების ჰაბი ახორციელებს .