რუსთავის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სახეობის ხის ნერგი დაირგო. 2 020 ნერგი,რომელთა შორის 500 ზეთისხილის სახეობაა, კულტურისა და დასვენების პარკში და ქალაქის შემოსასვლელში გადანაწილდა. გამწვანების პროცესში მონაწილეობა მიიღო ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
მისი ინფორმაციით, ნერგების გადმოსაცემად,პაშა ბანკთან შუამდგომლობა,რუსთავს დამეგობრებულმა თურქეთის ქალაქმა ინეგოლმა გაუწია. ნერგების მოვლა-პატრონობას “რუსთავსერვისცენტრი” უზრუნველყოფს. ნერგების დასარგავად შესაბამისი ლოკაციები სპეციალისტების მიერ შეირჩა.