რუსთავში ხუთი პირი, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.