რუსთაველ კალიგრაფს, 19 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილს, რომელმაც სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ანბანი შექმნა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რწმუნებული და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდენენ. მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა კალიგრაფს სამახსოვროდ საჩუქრები გადასცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს.
სტრასბურგში, ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი, 6 თვის განმავლობაში იმოძრავებს. ეს ფაქტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას უკავშირდება.