საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 6181.88 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (62.6 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6181.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.