საკრებულომ ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას კორექტირებისთვის უკან დაუბრუნა

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე უძღვებოდა.

ნინო ქავთარაძემ სხდომა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიისადმი სოლიდარობის გამოცხადებით გახსნა. საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს და კორექტირების მიზნით, რუსთავის მერიას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკან დაუბრუნეს.

დეპუტატებმა რუსთავის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ,გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს  და  მიიჩნიეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში დოკუმენტი დახვეწას საჭიროებს.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ჩვიდმეტ საკითხს უყარეს კენჭი.