საუკუპაციო ძალების წარმომადენლებმა 28 წლის მამაკაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის მცხოვრები, 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით კაცი სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა.

„ვადასტურებთ ერთი პირის დაკავებას ე. წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია,“- აცხადებენ სუს-ში.