დღეს ეროვნული ლიგის 34-ე ტურში საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” დინამო თბილისს უმასპინძლა. პირველი ნახევარი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში თბილისელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ მატჩი დინამო თბილისის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. შემდეგ მატჩს “რუსთავი” დინამო ბათუმის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ბოლო ტურში გორის “დილას” რუსთავში უმასპინძლებს.