საქართველოში თანასწორობის კვირეული დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შეხვედრა დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებზე ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ მიიღონ .
კვირეულის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები თბილისსა და რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც შეხვდებიან.
თანასწორობის კვირეული ევროპის საბჭოს და პარტნიორი უწყებების მიერ კამპანიის ,,მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ხორციელდება.