საქართველოში სიგარეტი გაძვირდა. მაღაზიებში აცხადებენ, რომ ფილტრიანი სიგარეტის ფასი ძირითადად 20 თეთრით, ცალკეული სახეობების ფასი კი 30 თეთრით გაიზარდა.
მათივე განმარტებით, მომწოდებლებს მათთვის სიგარეტის კიდევ ერთხელ გაძვირების მიზეზი არ აუხსნიათ.
2019 წლის იანვრის მონაცემებით, დღემდე საქართველოში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ ერთი ლარით გაძვირდა. ფასების გაზრდა 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია, ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ცვლილების შემდეგ პროდუქტზე ფასი უკვე მესამედ გაიზარდა.