საქართველოში ტყის ფართობი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად საქართველოში ტყის ფართობი შერმცირდა.
სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ტყით დაფარული ფართობი 2,68 მილიონი ჰექტარი იყო. რაც ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიების 38,6%-ია. 2017 წელს საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მილიონ ჰექტარს შეადგენდა, რაც ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიების 38.7%-ია.

საქსტატის მონაცემებით, ტყით დაფარული ფართობი 2000 წლიდან მცირდება. სტატისტიკით, მაშინ ტყით დაფარული ფართობი 2,77 მილიონ ჰექტარს შეადგენდა, სახმელეთო ტერიტორიების 39,9% -იყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტყის ფართობი, ძირითადად ხანძრების შედეგად შემცირდა. 2017 წელს ქვეყანაში 87 ხანძარი მოხდა და 1 582 ჰექტარი დაიწვა. 2018 წელს ქვეყანაში 23 ხანძარი მოხდა და 1 931 ჰექტარი განადგურდა.

კვლევა 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა.