სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, გადაადგილება თავისუფალია მსუბუქი ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის.
სომხური მედიის ცნობით, რუსეთის მხარეს დაახლოებით 250 მანქანაა გაჩერებული.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს. „საქართველოს მხარეს შეზღუდვა არაა. საბაჟო გამართულია და შეუფერხებლად მუშაობს,“ – აცხადებენ უწყებაში.