სოფელ აბარის ტყეში ხანძარია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის ტყეში ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ღია კერები ადგილზე არ არის და ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.

მისივე თქმით, ცეცხლის კერების ნაწილი უკვე ჩამქრალია და დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს.

ტერიტორიაზე არის დაკვამლიანება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე კვლავ იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ტყემდე მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.