სპორტის, მშენებელთა და ოდიშარიას ქუჩების მცხოვრებლებს შიდა გზების მოუწესრიგებლობის გამო გადაადგილების პრობლემა ყოველდღიურად ექმნებოდათ. აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ჩიხებში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა განსაკუთრებით გართულებული იყო.
როგორ “ტვ4-თვის” ცნობილი გახდა, 2019 წლით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ქალაქ რუსთავში სპორტის, მშენებელთა და ოდიშარიას ქუჩების მიმდებარე ჩიხებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩებზე ბეტონის საფარი დაიგება.
აღსანიშნავია, რომ ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე უკვე დასრულდა და მისი სავარაუდო ღირებულება 436 011 ლარია. სატენდერო პირობების თანახმად, შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია და ჩიხების რეაბილიტაცია 60 დღეში უნდა დასრულდეს.