სტიქიას კენიაში 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კენიაში მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 მცირეწლოვანი ბავშვია. უცხოური მედიის ცნო ბით,გადაუღებელი წვიმების შედეგად სტიქიამ 4 ხიდი გაანადგურა.

დაინგრა საცხოვრებელი სახლები, პარალიზებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.

ევაკუირილებულია ასობით ოჯახი. მთავრობის გადაწყვეტილებით სამაშველო ოპერაციებში არმია და პოლიციაც ჩაერთო.