სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ახალ სამართალდარღვევად – სპორტული მანევრი განისაზღვრება.
აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული : „ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წინასწარი შეცნობით მკვეთრი მანევრი, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.
ასევე, მკვეთრ მანევრი, რომელსაც მოყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას 750 ლარის ოდენობით,“-აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.