უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობა დატოვა -პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.
ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა
„სამწუხაროდ, შედეგი დადგა და არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია, საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა. სამწუხაროა ეს, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.