ფოთლების დაწვა ჯარიმდება

ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, ფოთლების დაწვა  კანონით დასჯადი ქმედებაა. ფაქტების გამოვლენაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მუშაობს.

როგორც ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ,ფოთლების წვა აბინძურებს, როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს, ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს.

კვამლი, რომელიც წვის დროს გამოიყოფა, შეიცავს შხამიან ნივთიერებებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

კანონდარღვევისთვის 200 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, განმეორების შემთხვევაში კი საჯარიმო თანხა 500 ლარამდე იზრდება.