ქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. “რუსთავსერვისცენტრის” ინფორმაციით განათებების მონტაჟი დღეს თოდრიას ქუჩაზე დაიწყო. პარალელურ რეჟიმში კი სამუშაოები მესხიშვილისა და მეგობრობის გამზირზე გაგრძელდება და ეტაპობრივად მთელ ქალაქს მოიცავს.
ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე ხელნაკეთი კონსტრუქციების განთავსებაც იგეგმება . როგორც ტვ4-ისთვის გახდა ცნობილი, ქალაქის შემოსასვლელში ნაძვის ხის კონსტრუქცია დამონტაჟდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “დანდი” შეასრულებს.