ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამთავრობო კამპანია-შეხვედრა გარდაბანში

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, რუსთავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში სტუდენტებს და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხება  სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს .

2019 წელს 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის მთავარი თემა სექსუალური შევიწროებაა. კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ.

2019 წლის მაისიდან, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და კანონით ისჯება.