“ქართული მარშის” წევრები ამირანში შესვლას ცდილობენ

ვერის პარკში შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში კინოთეატრ ამირანისკენ მსვლელობით მიემართებიან, ისინი გზაში შეძახილებით “და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის პრემიერას აპროტესტებენ.

“ქართული მარშის” წევრები “ამირანში” შესვლას ცდილობენ. ​მსვლელობის მიმდინარეობის დროს სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

​ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. “ამირანის” წინ მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდაცმველი.

ფოტო:on.ge