ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და მასში დაახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო.









