შემოსავლების სამსახურიდან დეპარტამენტების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან დეპარტამენტების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს.

თანამდებობიდან გათავისუფლებულია ყველა დეპარტამენტის უფროსი და მათი მოადგილეები.

შეგახსენებთ, შემოსავლების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ლევან კაკავა ცოტა ხნის წინ დაინიშნა.

საკადრო ცვლილებებზე ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.