ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. ჩინოვნიკები რეგიონში ქართული ენის სწავლების აკრძალვას გეგმავენ.
გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, აფხაზეთიდან თბილისში სასწავლებლად წამოსული სტუდენტების შესაჩერებლად ქმედით ღონისძიებებს გაატარებენ. კერძოდ, მისი ინფორმაციით ,სტუდენტს ,რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, აფხაზეთში ცხოვრების უფლებას ჩამოართმევენ.
“160 მოზარდი წავიდა საქართველოში სასწავლებლად, ტყვარჩელისა და გალის რეგიონიდან, 30-მა კი აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები აირჩია. რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციის ყველა ჩვენი მცდელობა იბლოკება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებებით” -აცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი.
“იმ რაიონებში მცხოვრებთა უმრავლესობას, რომლებიც საქართველოში სწავლას ირჩევენ, აქვთ ბინადრობის უფლება. კანონის თანახმად, პირებს, რომლებსაც აქვთ ბინადრობის უფლება და აფხაზეთში ექვს თვეზე მეტს არ ცხოვრობენ, ეს უფლება ჩამოერთმევათ.
გვინდა ვუთხრათ უფროსკლასელებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ საქართველო სასწავლებლად, მაგრამ 6 თვის შემდეგ მათ ჩამოერთმევათ აფხაზეთში ცხოვრების უფლება და აქ ჩამოვლენ, როგორც უცხოეთის მოქალაქეები, ვიზით. ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რაზეც იძულებული ვართ წავიდეთ.
“. ჩვენი კანონი და კონსტიტუცია არ ავალდებულებს ჩვენს ქვეყანას იზრუნოს ქართულ ენაზე,“ – აცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია.