,,ჩიკაგოს” სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებს ქალაქის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ

უახლოეს პერიოდში, რუსთავში, კიდევ ერთი ახლადრეაბილიტირებული სკვერი გაიხსნება.
ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. ,,ჩიკაგოს” სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, სკვერში ამფითეატრი, დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ბილიკები, სარწყავი სისტემა, მინი სპორტული მოედანი და საბავშვო კუთხე ეწყობა. მონტაჟდება გარე განათება, დეკორატიული ურნები და სკამები. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,არბა’’ ახორციელებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.