ცნობილი რუსთაველი ალპინისტი ქალის მარო ტყავაძის ხსოვნის საპატივცემულო გამოფენა გაიმართა

რუსთავის მუზეუმში ცნობილი რუსთაველი ალპინისტი ქალის მარო ტყავაძის ხსოვნის საპატივცემულო გამოფენა გაიმართა . ის ერთ-ერთი პირველი ალპინისტი ქალი იყო, რომელმაც 1923 წლის 28 აგვისტოს გიორგი ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად ,მყინვარწვერი დაიპყრო.

გამოფენაზე რუსთაველი ალპინისტის მყინვარწვერის და იალბუზის დაპყრობის ფოტო და დოკუმენტური მასალები, სიგელები , ასევე პრესაში არსებული პუბლიკაციები იყო წარმოდგენილი .

გამოფენის ფარგლებში,მისმა  მეგზურებმა და ახლობლებმა ალპინისტის შესახებ განსაკუთრებული მოგონებები გაიხსენეს.

გამოფენას საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე, ალპინიზმის კლუბის წევრები ,თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენა რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულოსა და კულტურის ცენტრის თანამშრომლების ჩართულობითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, რუსთავის ერთ-ერთ უძველეს ქუჩას მარო ტყემალაძის სახელი მიენიჭება .