ძამას ხეობაში ხანძარს 25 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

ძამას ხეობაში ხანძარია- ცეცხლის კერა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე, ჯამჯამას მთიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ფიქსირდება.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი შემთხვევის ადგილზე მუშაობს.

ხანძრის მასშტაბი ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით , ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს და სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა ზოლის სიახლოვეს მდებარე ბუჩქნარს და ბალახს უკიდია.