ძმის მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელის ზომად16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ სცნო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის პირველ თებერვალს, გ.ფ.-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა, მეზობელს კ.ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ხოლო ურთიერთშელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას – დ.ფ.-ს თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა გ.ფ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ატარებდა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,